შაბათი, 2024-05-18, 3:12 PM

(= our class =)

მინი–ჩეთი
Bclass playlist

გამოკითხვა
დავტოვო დიზაინი?
სულ უპასუხა: 45
სტატისტიკა

ფაილები

მთავარი » ფაილები » წიგნები

დრო ყველაფრის მკურნალია
2011-03-13, 3:24 PM
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…

კატეგორია: წიგნები | დაამატა: elle:D
ნანახია: 638 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1
სულ კომენტარები: 1
0  
1 Happy   (2011-03-13 8:09 PM) მასალა
cry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]