შაბათი, 2024-05-18, 11:40 AM

(= our class =)

მინი–ჩეთი
Bclass playlist

გამოკითხვა
დავტოვო დიზაინი?
სულ უპასუხა: 45
სტატისტიკა

ფაილები

მთავარი » ფაილები » სტატიები

მოგზაურობა სასიტყვეთში
2011-03-03, 8:00 PM
რა მაგარია! დაიმახსოვრეთ დიადი დღე – 20 იანვარი. დღეს შეიქმნა ჩემი მესამე სტადიის თვითმფრინავის მოდელი.
– გადაშალეთ გვ.49. სავარჯიშოები 7,8,10,12,15,17,19,20 და სიტყვები ზეპირად. არ დაგავიწყდეთ, ხვალ ტესტი გაქვთ.
–ეი, ბიჭო, ნახე, რა თვითმფრინავია!–აღფრთოვანდა ...
–ყოჩაღ, კიდევ ერთი ექსპონატი ქაღალდის მუზეუმს,–გამოსცრა მასწავლებელმა. პირველ მერხზე მსხდომმა "ათოსან გოგონათა ორგანიზაციამ" დამცინავად გადმომხედა.
თავი ჩავღუნე. მსგავს სიტუაციაში ასე უნდა მოიქცეთ, თორემ დაიწყება ლექციები– სწავლა არ გინდა, რას მიაღწევ და ასე შემდეგ.
–ხვალამდე!–დაიძახა მასწავლებელმა და კლასიდან გაკუსკუსდა. მისი ჩექმის ასანთის ღერივით წვრილი ქუსლის კაკუნი კარგა ხანია მიწყდა, ესე იგი, გადარევის დროა! ხუთი წუთიც და სახლებშიი.
–კარგად!
–აბა,შენ იცი!
დედა უკვე ერთი კვირაა გაბრაზებულია. კრებაზე უთხრეს, გავრიცხავთო.სახლში მისულმა ვიფიქრე, ერთი საათით დავიძინებ–მეთქი. საშინლად მტკიოდა თავი.
უცებ თვალთ დამიბნელდა. არ ვიცი, უგონოდ რამდენ ხანს ვიყავი. ვიღაცამ თუ რაღაცამ შემანჯღრია.
–გამარჯობა!
–ჰა, სად ვარ? რა ხდება? რას გევხარ?
–მე ზიპლი ვარ. შენი ენა აქ მარტო მე ვიცი. მხოლოდ ერთი დღე იქნები, რაც საკმარისია ტვინის დასამუშავებლად.
ვერაფერი გავიგე. მიმოვიხედე და...ღმერთო ჩემო, ვზივარ თეთრ ღრუბელზე, ხოლო ირგვლი ვარდისფერ–ყვითელ–ნარინჯისფერი უსასრულობაა. ყველგან ამ ურჩხულის მსგავსი არსებები დადიან, დაცოცავენ თუ რა ჰქვია ამ მოძრაობას?!
–შენმა საქციელმა აქ მოგახვედრა.
–ვერ მივხვდი.
–უსწავლელები აქ ხვდებიან.
–მარტო უსწავლელები?–არა. ხედავ იქ ორ ჭიშკარს?–ვერა, ერთი ძალიან ბუნდოვანია, მეორე კაშკაშებს.
–ბუნდოვანი ჭკვიანებისაა და იმიტომაც ვერ ხედავ. შენი, როგორც მიხვდი, კაშკაშაა.
ჭიშკარი გაიღო და გამოჩნდა ცისფერი მიწა. ხალხი ირეოდა, უფრო სწორად, ურჩხულები და ბავშვები. თვალში მეცა ძალიან გრძელი რიგირ. მის ზევით ეწერა "საქართველო" თვალი მოვკარი რამდენიმე ნაცნობს.
–მე ახლა წავალ, შენ კი შენს რიგს დაელოდე.
აქეთ–იქეთ დავბორიალობდი, თან რიგს თვალს არ ვაცილებდი, რომ ჩემი ადგილი არ დამეკარგა. თუმცა რა სისულელეა! სად მეჩქარება? აშკარად სიზმარია.
–მობრძანდით
შევედი, რამდენიმე ურჩხული მომიახლოვდა. ხელში რაღაც ეჭირათ. ერთმა რაღაც ნივთი მომადო. არ მესიამოვნა, ძალიან ცივი იყო.
–აზპუკუ სი? – თქვა მეორემ,–რა?–გავოცდი.
–ცივიაო?–მითარგმნა ზიპლიმ, რომლის იქ ყოფნა ახლაღა შევნიშნე. გაემართა მაგიდისმაგვარი დასადგამისკენ, რაღაც ჩაიბურტყუნა და ბრჭყვიალა ფურცელზე დაწერა. მე კი აბი მომაწოდა–აბს დალევ და ამ ბარათს ხელს არ გაუშვებო. ბარათზე სიტყვები ეწერა, ოღონდ სხვა ენაზე. მზის შუქზე ასოები იცვლებოდნენ და ქართულს ემსგავსებოდნენ. ბარათზე ეწერა: დიაგნოზი:პაციენტს სჭირდება სტენომასიტყვაფობალოგონეზია. მკურნალობა:"სასიტყვეთი". რა? ისევ ვერაფერი გავიგე. აბი გადავყლაპე და ბარათი ჩავბღუჯე.
სამ წამში ბილიკზე აღმოვჩნდი. წინ ლამაზი ბუნება გადაშლილიყო. ჩემს პირდაპირ დიდი ჭიშკარი იდგა და ეწერა"სასიტყვეთი", ჭიშკარში შევდი და გზას დავადექი. ირგვლივ ალუბლები ჰყვაოდა და ცისფერი არემარე მოჩანდა. უცებ ბილიკი გაქრა და ჰაერში სიტყვები გაჩნდა:"რომელია სწორი?". გზა ორად იყოფოდა. ერთს ეწერა "შენკენ", მეორეს "შენსკენ". მე მეორისკენ წავიწიე. უცებ ხრამში ჩავვარდი და სიტყვების კორიანტელში ამოვყავი თავი. ჩემს გარშემო სიტყვები და ასოები დაფრინავდნენ. თვალები ამიჭრელდა. უცებ ნაცნობ სახეს (თუ რაც იყო) მოვკარი თვალი.
–ზიპლი, რა ხდება?
–ყოველ არასწორ პასუხეზე აქ ჩამოვარდები. ყოველი შემდეგი ჩამოვარდნა წინაზე დიდხნას გაგრძელდება. თუ 30 კილომეტრზე ქვემოთ ჩავვარდი, მაშინ აქ დარჩები და სანამ საჭიროდ არ ჩავთვლით, არ გაგიშვებთ.
გზა განვაგრძე. მალე ისევ გაჩნდა "რომელია სწორი? არსებითი სახელის მახასიათებელია: დრო,ასპექტი, რიცხვი." დრო წარსული არაა? მაშინ ეს არ იქნება. ასპექტი რა არის? რაღაც უცხოა. ეს იქნება. "ასპექტის" გზაზე დავდექი. 5,4,3.. ააააა...
–გაიღვიძე და იმეცადინე!
–რა? სად?
უცებ გამოვფხიზლდი, წიგნი გადავშალე. გვ.49, ნომერი 6–ის ა)– სწორია "შენკენ" და არა "შენსკენ".

Read more: http://saldoli.blogspot.com/#ixzz1FYKIbQGi

კატეგორია: სტატიები | დაამატა: Grin
ნანახია: 726 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]